Loading data...
ტრამპი: იმიგრაცია ევროპას კლავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შოტლანდიაში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ იმიგრაცია „ევროპას კლავს“. მის სიტყვებს Euronews ციტირებს.

პარასკევს, 25 ივლისს, შოტლანდიაში ხუთდღიანი ვიზიტით ჩასვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა იმიგრაციის შესახებ რეპორტიორის კითხვაზე პასუხის გაცემისას განაცხადა, რომ ევროპამ „უმჯობესია, ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი ძალებით იმოქმედოს“.

„ევროპა აღარ გექნებათ. თქვენ უნდა შეაჩეროთ ეს საშინელი შეჭრა, რომელიც ევროპაში მიმდინარეობს. ზოგიერთმა ადამიანმა, ზოგიერთმა ლიდერმა ეს არ დაუშვა. ისინი სათანადო დამსახურებას არ იღებენ“, - განაცხადა ტრამპმა, თუმცა არ დაასახელა ის ლიდერები, რომლებიც მხედველობაში ჰყავდა.