1759610243
უცხოეთი
ტრამპი: „ჰამასმა“ სწრაფად უნდა იმოქმედოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ფსონი გაუქმდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ჰამასმა“ სწრაფად უნდა იმოქმედოს ღაზაში ომის დასასრულებლად.
„მე ვაფასებ, რომ ისრაელმა დროებით შეწყვიტა დაბომბვა, რათა მძევლების გათავისუფლებისა და სამშვიდობო შეთანხმების დასრულების შანსი მიეცეს. „ჰამასმა“ სწრაფად უნდა იმოქმედოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ფსონი გაუქმდება. მე ვერ შევეგუები გადადებას, რაც ბევრის აზრით მოხდება, ან ისეთ შედეგს, სადაც ღაზა კვლავ საფრთხის შემცველი იქნება. მოდით, ეს სწრაფად გავაკეთოთ“, - წერს ტრამპი.