Loading data...
ტრამპი: ღაზაში ომი მომდევნო რამდენიმე კვირაში დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ღაზაში ომი უახლოეს რამდენიმე კვირაში დასრულდება.

აშშ-ის ლიდერმა აღნიშნა, რომ ხშირად ესაუბრება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და მან უთხრა, რომ ომი მალე უნდა დასრულდეს.

„ვფიქრობ, მომდევნო ორ-სამ კვირაში საკმაოდ კარგი, საბოლოო დასასრული გვექნება. ეს უნდა დასრულდეს, მაგრამ ხალხი ვერ დაივიწყებს 7 ოქტომბერს“, - განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, გაურკვეველია, თუ რაზე ამყარებს ტრამპი თავის პროგნოზს, იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელმა მიანიშნა, რომ არ არის დაინტერესებული ეტაპობრივი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებით, რომელზეც „ჰამასი“ გასულ კვირას დათანხმდა და ამის ნაცვლად, ღაზას ქალაქის დაპყრობის გეგმებს ახორციელებს, რასაც, სავარაუდოდ, სულ მცირე რამდენიმე თვე დასჭირდება.