1793168325
უცხოეთი
ტრამპის განცხადებით, იმედოვნებს, რომ პუტინსა და ზელენსკისთან შეხვედრას „ძალიან მალე“ შეძლებს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, იმედოვნებს, უახლოეს მომავალში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას შეძლებს.
„რუსეთ-უკრაინის საკითხში დიდი პროგრესი გვაქვს. ძალიან მალე შეხვედრა გვექნება“, - განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
დონალდ ტრამპს ჰკითხეს კონკრეტულად ვისთან არის დაგეგმილი შეხვედრები.
„პრეზიდენტ პუტინთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან“, - განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.