Loading data...
ტრამპი: ევროპა რუსეთის სანქციებთან დაკავშირებით მხოლოდ ლაპარაკობს, არაფერს აკეთებს და მისგან კვლავ ნავთობს ყიდულობს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპელები რუსეთის მიმართ საკმარისად მკაცრი პოზიციის არ ქონაში დაადანაშაულა და განაცხადა, „ისინი მხოლოდ ლაპარაკობენ და არ მოქმედებენ“.

ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის შემდგომი სანქციები დამოკიდებულია იმაზე, გაამკაცრებს თუ არა ევროპა საკუთარ შეზღუდვებს და შეწყვეტს თუ არა რუსული ენერგორესურსების შეძენას.

ნატოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო სანქციების შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ალიანსი და ევროპა „თავის საქმეს არ ასრულებენ“.

„ევროპა ჩემი მეგობარია, მაგრამ ისინი ნავთობს რუსეთიდან ყიდულობენ. ამიტომ, არ შეიძლება ველოდოთ, რომ ჩვენ ვიქნებით ერთადერთები, ვინც, სრული დატვირთვით მუშაობს. ევროპა ნავთობს რუსეთიდან ყიდულობს. მე არ მინდა, რომ მათ ნავთობი იყიდონ. სანქციები, რომლებსაც ისინი აწესებენ, საკმარისად მკაცრი არ არის“, - აცხადებს ტრამპი.