Loading data...
ტრამპი ევროკავშირზე: არ ასრულებს სავაჭრო შეთანხმებას, ევროკავშირიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე ტარიფებს 25%-მდე გავზრდი

„ევროკავშირი არ ასრულებს სავაჭრო შეთანხმებას, ევროკავშირიდან იმპორტირებულ მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებზე ტარიფებს 25%-მდე გავზრდი“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. 

„ევროკავშირი არ ასრულებს აშშ-ის მიერ სრულად შეთანხმებულ სავაჭრო შეთანხმებას. ტარიფი 25 პროცენტამდე გაიზრდება. სრულად გასაგები და შეთანხმებულია, რომ ისინი აშშ-ის ქარხნებში თუ აწარმოებენ მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებს, ტარიფი არ იქნება.

ამჟამად მშენებლობის პროცესშია მრავალი საავტომობილო და სატვირთო ქარხანა, რომლებშიც 100 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციაა ჩადებული. ეს რეკორდია ავტომობილებისა და სატვირთო ავტომობილების წარმოების ისტორიაში. ქარხნები, რომლებშიც ამერიკელი მუშები მუშაობენ, მალე გაიხსნება – ამერიკაში მსგავსი რამ არასდროს მომხდარა!“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.