ტრამპი ეჭვობს, რომ რეზა ფეჰლევი ირანში მხარდაჭერის მოპოვებას შეძლებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის გადაყენებული შაჰის ვაჟი რეზა ფეჰლევი „ძალიან სასიამოვნო პიროვნება“ ჩანს, თუმცა მისთვის გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ფეჰლევი ირანში მხარდაჭერის მოპოვებას ხელისუფლებაში მოსასვლელად.
ოვალურ კაბინეტში Reuters-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ არსებობს შანსი, რომ ირანის სასულიერო მთავრობა დაიშალოს.
„ის [რეზა ფეჰლევი] ძალიან კარგი ადამიანი ჩანს, მაგრამ არ ვიცი, როგორ ითამაშებს საკუთარ ქვეყანაში და ჩვენ ჯერ ამ ეტაპამდე არ მივსულვართ. არ ვიცი, მიიღებს თუ არა მისი ქვეყანა მის ლიდერობას და რა თქმა უნდა, თუ ასე მოიქცევა, ჩემთვის მისაღები იქნება“, - აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ში მცხოვრები 65 წლის რეზა ფეჰლევი ირანის ფარგლებს გარეთ ცხოვრობდა 1979 წლის ისლამური რევოლუციის დროს მამამისის ხელისუფლების დამხობამდე. როგორც Reuters-ი წერს, ირანის ოპოზიცია ფრაგმენტირებულია მეტოქე ჯგუფებსა და იდეოლოგიურ ფრაქციებს შორის - მათ შორის ფეჰლევის მხარდამჭერ მონარქისტებს შორის - და, როგორც ჩანს, ისლამურ რესპუბლიკაში ორგანიზებული წარმომადგენლობა მცირეა.