Loading data...
ტრამპი: ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ჩინეთთან შვეიცარიაში, ბევრი რამ განვიხილეთ, ბევრ რამეზე შევთანხმდით, დიდებულ პროგრესს მივაღწიეთ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დადებითად აფასებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის შვეიცარიაში გამართულ მოლაპარაკებებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობების გადატვირთვა დააანონსა.

„შვეიცარიაში, ჩინეთთან ძალიან წარმატებული შეხვედრა შედგა. ბევრი რამ განვიხილეთ, ბევრ რამეზე შევთანხმდით. ორ ქვეყანას შორის მოხდა ურთიერთობების სრული განახლება მეგობრულ, მაგრამ კონსტრუქციულ გარემოში. ჩვენ გვსურს, როგორც ჩინეთის, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების სასიკეთოდ, ჩინეთის ბაზრის გახსნა ამერიკული ბიზნესისთვის. დიდ პროგრესს მივაღწიეთ!!!“ - აღნიშნავს ტრამპი.