Loading data...
ტრამპი: ძალიან კარგი საუბარი მქონდა ვენესუელას დროებით პრეზიდენტთან - ვენესუელა მალე კვლავ დიდი და აყვავებული იქნება, შესაძლოა, უფრო მეტადაც, ვიდრე ოდესმე

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ვენესუელას დროებით პრეზიდენტ დელსი როდრიგესთან „ძალიან პროდუქტიული“ საუბარი ჰქონდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა. 

„ჩვენ უზარმაზარ პროგრესს მივაღწიეთ ვენესუელას სტაბილიზაციისა და აღდგენის საქმეში დახმარების კუთხით“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპის თქმით, მოლაპარაკებები ძირითად თემებს შეეხო, მათ შორის ენერგეტიკულ თანამშრომლობას, მინერალების მოპოვებას, ვაჭრობასა და ეროვნულ უსაფრთხოებას. მან ხაზი გაუსვა, რომ აშშ-სა და ვენესუელას შორის პოტენციური პარტნიორობა ორივე მხარისთვის სასარგებლო შეიძლება იყოს.

ტრამპმა ასევე გამოთქვა რწმენა, რომ ვენესუელას აქვს შანსი, დაუბრუნდეს ეკონომიკურ ზრდასა და კეთილდღეობას.

„ვენესუელა მალე კვლავ დიდი და აყვავებული იქნება, შესაძლოა, უფრო მეტადაც, ვიდრე ოდესმე!“, - დაწერა ტრამპმა.