Loading data...
ტრამპი: დიდებული და ლეგენდარული ჩარლი კირკი გარდაიცვალა, ის ყველას უყვარდა, განსაკუთრებით მე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონსერვატორი კომენატორის ჩარლი კირკის მკვლელობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

„დიდებული და ლეგენდარული ჩარლი კირკი გარდაიცვალა. ვერავინ, ჩარლიზე უკეთ, ამერიკის შეერთებული შტატების ახალგაზრდობის გულსა და სულს ვერ ჩასწვდა. ის ყველას უყვარდა, განსაკუთრებით მე, და ახლა ის ჩვენთან აღარ არის. მელანია და მე თანავუგრძნობთ მის მშვენიერ მეუღლეს, ერიკას, და ოჯახს. ჩარლი, ჩვენ გვიყვარხარ!“ - აცხადებს ტრამპი.

ინფორმაციისთვის, 10 სექტემბერს ჩარლი კირკს იუტა ველის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე ესროლეს. გავრცელებული ინფორმაციით, კირკი პრეზენტაციას ატარებდა, როცა სროლა დაიწყო.