Loading data...
ტრამპი: დემოკრატები ახლა კამიკაძე პილოტები არიან, მათ არაფერი აქვთ გასაკეთებელი, მომავალი არ აქვთ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დემოკრატები „კამიკაძე პილოტები“ არიან.

ამასთან, ტრამპმა პირობა დადო, რომ დემოკრატების სოციალურ პროგრამებს სამუდამოდ გააუქმებს.

„დემოკრატები ახლა კამიკაძეები არიან. ისინი ახლა კამიკაძე პილოტები არიან. მათ არაფერი აქვთ გასაკეთებელი. მათ მომავალი არ აქვთ“, - აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპი ამტკიცებს, რომ დემოკრატებს მომავალი არჩევნებისთვის ძლიერი ლიდერები და სიცოცხლისუნარიანი კანდიდატები არ ჰყავთ.

„მათ ვერ გააცნობიერეს, რომ ეს მაძლევს უფლებას, შევამცირო პროგრამები, რომლებიც რესპუბლიკელებს არასდროს სურდათ. და ჩვენ ამას ვაკეთებთ. ჩვენ მათ სამუდამოდ ვწყვეტთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.