Loading data...
ტრამპი: ჩვენ დავეხმარებით კუბელ ხალხს, გავათავისუფლებთ კუბას

ამერიკის შეერთებული შტატები „ათავისუფლებს“ კუბას და „ეხმარება“ კუბელ ხალხს, თუმცა ესკალაცია არ მოხდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განუცხადა.

„კუბაში ბევრი ადამიანი გვყავს. იქ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო გვყავს. სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო იქიდანაა, ამიტომ დიდი გამოცდილება გვაქვს. ჩვენ დავეხმარებით კუბელ ხალხს, გავათავისუფლებთ კუბას“, - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა კუბასთან რაიმე ესკალაცია, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს არ მოხდება. 

„არა, ესკალაცია არ იქნება. არა მგონია, საჭირო იყოს. შეხედეთ, ყველაფერი ინგრევა. არეულობაა და თითქოს მათ [კუბელებმა] კონტროლი დაკარგეს“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.