Loading data...
ტრამპი: ჩემი ადმინისტრაცია მზად არის, გამოიყენოს აშშ-ის სრული ეკონომიკური ძალა უნგრეთის ეკონომიკის გასაძლიერებლად, თუკი პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსა და უნგრელ ხალხს ეს ოდესმე დასჭირდებათ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს საპარლამენტო არჩევნებში მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. 

„ჩემი ადმინისტრაცია მზად არის, გამოიყენოს ამერიკის შეერთებული შტატების სრული ეკონომიკური ძალა უნგრეთის ეკონომიკის გასაძლიერებლად - როგორც ეს წარსულში ჩვენი დიადი მოკავშირეების შემთხვევაში გაგვიკეთებია - თუკი პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსა და უნგრელ ხალხს ეს ოდესმე დასჭირდებათ. ჩვენ დიდი ენთუზიაზმით ველით ინვესტირებას იმ მომავალ კეთილდღეობაში, რომელსაც ორბანის ლიდერობის გაგრძელება შექმნის!“, - აღნიშნა ტრამპმა.

ცნობისთვის, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ხვალ, 12 აპრილს, გაიმართება.