Loading data...
ტრამპი - ჩარლი კირკის მკვლელი დაკავებულია და სიკვდილით დასჯა ემუქრება

ჩარლი კირკის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ყველამ შესანიშნავი სამუშაო გასწია. დიახ, ვფიქრობ, რომ ახლა შესანიშნავ მდგომარეობაში ვართ“, - განაცხადა ტრამპმა. 

ამასთან, ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ კირკის მკვლელობაში ბრალდებულს სიკვდილით დასჯიან. 

კონსერვატორ აქტივისტს ჩარლი კირკის 10 სექტემბერს Utah Valley-ს უნივერსიტეტის კამპუსში სტუდენტებთან შეხვედრის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. 

რამდენიმე საათში კირკი საავადმყოფოში გარდაიცვალა.