Loading data...
ტრამპი: ბაიდენის წარუმატებელი ადმინისტრაციის თაღლითი წევრები ჯაშუშობდნენ სენატორებსა და კონგრესმენებზე, საუბრებს იწერდნენ, ეს რადიკალი მემარცხენე შეშლილები უნდა გასამართლდნენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბაიდენის ადმინისტრაციის ყოფილ წევრებს სენატორებისა და კონგრესმენების თვალთვალში ადანაშაულებს.

„დოკუმენტები აჩვენებს, რომ ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორმა კრისტოფერ ვრეიმ, შეშლილმა სპეცპროკურორმა ჯეკ სმიტმა, ყოფილმა პროკურორმა მერიკ გარლენდი, მისმა მოადგილე ლიზა მონაკომ და ბაიდენის წარუმატებელი ადმინისტრაციის თაღლითმა წევრებმა ხელი მოაწერეს ოპერაციას „არქტიკული ყინვა“.

ისინი ჯაშუშობდნენ სენატორებსა და კონგრესმენებზე, მათ საუბრებს იწერდნენ კიდეც. მათ ითაღლითეს და გააყალბეს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. ეს რადიკალი მემარცხენე შეშლილები უნდა გასამართლდნენ მათი არალეგალური და უკიდურესად არაეთიკური ქცევის გამო“, - წერს ტრამპი.