1766828578
უცხოეთი
ტრამპი აცხადებს, რომ ზელენსკის ვიზიტისას სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის კარგი შანსი არსებობს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი.
„ვფიქრობ, ამის კარგი შანსი გვაქვს. ვფიქრობ, ახლა მათ [უკრაინა] ამის გაკეთება სურთ და ვფიქრობ, ეს რუსეთსაც სურს. მაგრამ ყოველთვის, როცა ამის გაკეთება ერთს სურს, მაშინ მეორეს აღარ სურს“, - განუცხადა ტრამპმა The New York Post-ს სატელეფონო საუბრისას.
ამასთან, ტრამპმა თქვა, რომ მას 8 ომი დაასრულა და აღნიშნა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულება რთული აღმოჩნდა.
„ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ამის მოგვარება“, - ხაზგასმით აღნიშნა ტრამპმა.