ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელის სამხედრო თვითმფრინავებს ჩამოაგდებენ, თუ ისინი ამერიკულ გემებს საფრთხეს შეუქმნიან

თუ ვენესუელის თვითმფრინავები აშშ-ის საზღვაო ხომალდებს საფრთხეს შეუქმნიან, მათ ჩამოაგდებენ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
პრეზიდენტის გაფრთხილება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ვენესუელის სამხედრო ავიაცია სამხრეთ ამერიკის სანაპიროსთან მყოფ ამერიკულ გემს მიუახლოვდა.
ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ აშშ-ის ბრალდებები მისი ქვეყნის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და ერებს შორის არსებული უთანხმოება „სამხედრო კონფლიქტს“ არ ამართლებს.
შეგახსენებთ,ნარკოტიკების ნაკადის შესაჩერებლად აშშ-ის არმიამ კარიბის ზღვის სამხრეთში დამატებითი ძალები განათავსა, მათ შორის სამხედრო გემები და ათასობით საზღვაო ქვეითი და მეზღვაური.
თეთრმა სახლში, ასევე, განაცხადეს, რომ პუერტო-რიკოში ათი F-35-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი გაიგზავნება.