1774384787
უცხოეთი
ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინა და რუსეთი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა სამშვიდობო შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, მას სურს, რომ კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი და პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დასხდნენ და შეთანხმებას მიაღწიონ.
„ვფიქრობ, ისინი უკვე ახლოს არიან {მშვიდობის მიღწევასთან}, ამას დიდი ხანია ვამბობ. რვა ომი მოვაგვარე. ყველა მათგანი ამაზე უფრო რთული უნდა ყოფილიყო. ეს ყველაზე მარტივი უნდა ყოფილიყო“, - თქვა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, პუტინს და ზელენსკის ერთმანეთი სძულთ.
„სიძულვილი არ უწყობს ხელს შეთანხმებების დადებას“, - აცხადებს ტრამპი.