Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ თავდაცვის დეპარტამენტს სახელს შეუცვლის და მას ომის დეპარტამენტი ერქმევა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მომდევნო კვირაში თავდაცვის დეპარტამენტს სახელს შეუცვლის და მას ომის დეპარტამენტი ერქმევა.

„როგორც იცით, ჩვენ მას თავდაცვის დეპარტამენტს ვუწოდებთ, მაგრამ ვფიქრობ, სახელწოდებას შევუცვლით. ჩვენ გვქონდა გამარჯვების წარმოუდგენელი ისტორია, როდესაც ეს იყო ომის დეპარტამენტი, შემდეგ კი თავდაცვის დეპარტამენტად გადავაკეთეთ. ეს არის ის, რასაც, ვფიქრობ, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში გაიგებთ ან ნახავთ. სავარაუდოდ ეს ცვლილება მომდევნო კვირის განმავლობაში განხორციელდება“, - აცხადებს ამერიკის ლიდერი.