ტრამპი აცხადებს, რომ სურს, ესპანეთთან „ყველანაირი ვაჭრობა შეწყვიტოს“
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ესპანეთთან „ყველანაირი ვაჭრობის შეწყვიტა“ სურს იმ ფონზე, რომ ქვეყანა ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ოპერაციას არ ეთანხმება.
ტრამპმა დასძინა, რომ მან ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტს ესპანეთთან „ყველა კავშირის“ გაწყვეტა დაავალა.
„ჩვენ შევწყვეტთ ესპანეთთან ყველანაირ ვაჭრობას. არ გვინდა, ესპანეთთან რაიმე საერთო გვქონდეს“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან შეხვედრის დროს.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „ესპანეთი საშინლად მოიქცა“, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა გააკეთა ესპანეთმა იმისათვის, რომ ადმინისტრაცია აიძულა, მასთან ყველანაირი ვაჭრობის შეწყვეტის საკითხი განეხილა.
თუმცა 2 მარტს ესპანეთმა შეერთებულ შტატებს არ მისცა უფლება, ირანზე ამერიკული დარტყმებისთვის გამოეყენებინა მისი სამხედრო ბაზები, რომლებსაც ორივე ქვეყანა ერთობლივად მართავს.
„ესპანური ბაზები ამ ოპერაციისთვის არ გამოიყენება და ისინი არ იქნება გამოყენებული ისეთი რამისთვის, რაც არ არის გათვალისწინებული შეერთებულ შტატებთან შეთანხმებით, ან არ შეესაბამება გაეროს წესდებას“, - განაცხადა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა.