1747157906
უცხოეთი
ტრამპი აცხადებს, რომ სირიისთვის სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის დაიწყებს სირიასთან ურთიერთობების ნორმალიზებას და გააუქმებს მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, რათა ქვეყანას მისცეს მშვიდობის შანსი ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ. ამის შესახებ მან ერ-რიადში გამართულ საინვესტიციო ფორუმზე განაცხადა.
ტრამპის განცხადებით, მან სირიისთვის სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან და ასევე, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან განხილვის შემდეგ მიიღო.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ახალი მთავრობა წარმატებული იქნება. სირიას წარმატებას ვუსურვებ. გვაჩვენეთ რაიმე განსაკუთრებული“, - აღნიშნა ტრამპმა.