1761809412
უცხოეთი
ტრამპი აცხადებს, რომ სი ძინპინთან შეხვედრის შედეგით კმაყოფილია და „თითქმის ყველაფერზე“ შეთანხმებას მიაღწიეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კმაყოფილია ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრის შედეგებით და აღნიშნა, რომ მათ „თითქმის ყველაფერზე“ შეთანხმებას მიაღწიეს. ტრამპის განცხადებას CNN-ი ციტირებს.
ტრამპმა განაცხადა, რომ მან და სი ძინპინმა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის ხელმოწერაც მალე შედგება, თუმცა დამატებით დეტალები არ დაუკონკრეტებია.
ტრამპის განცხადებით, ის და სი ძინპინი „თითქმის ყველაფერზე“ შეთანხმდნენ, მათ შორის სოიოს ვაჭრობასა და ფენტანილთან დაკავშირებულ ტარიფებზე.
„ჩვენ განვიხილეთ მრავალი საკითხი, რომელზეც თქვენ მუდმივად საუბრობთ“, - თქვა ტრამპმა.
მან ასევე სი ძინპინს „დიდი ლიდერი“ უწოდა.
„ეს შეხვედრა 12 ქულას იმსახურებს“, - დასძინა ტრამპმა.