ტრამპი აცხადებს, რომ სი ძინპინი ვაშინგტონს, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს ეწვევა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის ჩინელ კოლეგასთან ვაშინგტონში შესაძლო შეხვედრის შესახებ ისაუბრა. იტყობინება Bloomberg-ი.
თეთრი სახლის საბანკეტო დარბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით განხილვისას, ტრამპმა ახალი შენობის მშენებლობის მიზეზად ჩინეთის ლიდერის შესაძლო ვიზიტი დაასახელა.
მისი თქმით, ვიზიტი, შესაძლოა, 24 სექტემბერს შედგეს, რაც ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიას ემთხვევა.
„პრეზიდენტი სი ძინპინი აქ, ვფიქრობ, სექტემბრის ბოლოს, 24-ში ჩამოვა. ჩვენ დიდი საბანკეტო დარბაზი გვჭირდება, რათა ათასობით ადამიანი მოვათავსოთ, ვისაც მისი ნახვა სურს. ყველას სურს მისი ნახვა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
სი ძინპინმა გაეროს გენერალურ ასამბლეაში პრეზიდენტის რანგში მონაწილეობა მხოლოდ ერთხელ 2012 წელს თანამდებობის დაკავების შემდეგ მიიღო.
ტრამპი და სი ძინპინი ერთმანეთს ბოლოს მიმდინარე წლის მაისში პეკინში გამართული სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.