1772824160
უცხოეთი
ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა უკვე იცის ჰორმუზის სრუტე გემებისთვის როგორ გახადოს უსაფრთხო
თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკვე იცის ჰორმუზის სრუტე როგორ გახადოს უსაფრთხო გემებისთვის.
ტრამპის თქმით, ომის დაწყებიდან შეერთებულმა შტატებმა ირანის 25 გემი გაანადგურა.
„ჩვენ მათი საზღვაო ფლოტი გავანადგურეთ, რადგან საზღვაო ფლოტის განადგურებისას ისინი ვეღარ გააკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც სურდათ“, - აცხადებს ტრამპი.
პრეზიდენტ ტრამპს ნავთობის ფასების ზრდის შესახებაც დაუსვეს კითხვა, რის საპასუხოდაც მან თქვა, რომ „ფასების ზრდა მოკლევადიანი იქნება“.
ფასები ცოტათი გაიზარდა, მაგრამ არა მნიშვნელოვნად, და მალე რეკორდულ მინიმუმამდე დაეცემა," – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.