Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ სამმა უმაღლესი კლასის ამერიკულმა გამანადგურებელმა ჰორმუზის სრუტე წარმატებით გადაკვეთა - „ცეცხლის გახსნის მიუხედავად ხომალდებს დაზიანება არ მიუღიათ“

თეთრი სახლის ლიდერის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანში თავდასხმის ქვეშ მოექცა სამი ამერიკული საზღვაო გამანადგურებელი, თუმცა მათ არანაირი დაზიანება არ მიუღიათ. 

როგორც ტრამპმა აღნიშნა, სამმა უმაღლესი კლასის ამერიკულმა გამანადგურებელმა წარმატებით გადაკვეთა ჰორმუზის სრუტე, მიუხედავად იმისა, რომ მათ ცეცხლი გაუხსნეს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამერიკულ ხომალდებს დაზიანება არ მიუღია, ირანულ თავდამსხმელებს კი დიდი ზიანი მიადგათ.

„ისინი სრულად განადგურდნენ, მათთან ერთად კი არაერთი მცირე ნავი, რომელსაც მათი პრაქტიკულად განადგურებული ფლოტის ჩანაცვლებისთვის იყენებდნენ. ეს ნავები სწრაფად და ეფექტურად ჩაიძირა ზღვაში. ჩვენს გამანადგურებლებს რაკეტები ესროლეს, თუმცა ისინი მარტივად იყო განეიტრალებული. ანალოგიურად, დრონებიც მოემართებოდა, მაგრამ ჰაერში იყო განადგურებული. ისინი თითქოს ლამაზად ეშვებოდა ოკეანეში, თითქმის როგორც პეპელა, რომელიც თავის დასასრულს უახლოვდება“, - აცხადებს ტრამპი.