1757268568
უცხოეთი
ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეორე ეტაპისთვის მზად არის

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეორე ეტაპისთვის მზად არის. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ჟურნალისტის კითხვაზე არის თუ არა პრეზიდენტი მზად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეორე ეტაპისთვის, თეთრი სახლის ლიდერმა თქვა, რომ ის მზად არის.
„დიახ, მე მზად ვარ“, – განაცხადა ტრამპმა.
ინფორმაციისთვის, 7 სექტემბრის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე დრონებითა და რაკეტებით მასშტაბური იერიში მიიტანა.