Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთი G8-დან რომ არ გაერიცხათ, შესაძლოა, უკრაინაში ომი არც დაწყებულიყო

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია „დიდი რვიანიდან“ რომ არ გაერიცხათ, უკრაინაში, შესაძლოა, ომი არც დაწყებულიყო. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

როგორც უცხოური მედია აღნიშნავს, დეკემბერში ფლორიდაში დაგეგმილ G20-ის ლიდერთა სამიტში რუსეთის პრეზიდენტის შესაძლო მონაწილეობაზე საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი „დიდი რვიანიდან“ (G8) გარიცხეს, რომელიც ამჟამად „დიდი შვიდეულის“ (G7) სახელით არის ცნობილი.

ტრამპის თქმით, ეს რომ არ მომხდარიყო, შესაძლოა, უკრაინაში ომი არც დაწყებულიყო.

„იცით, როდესაც რუსეთი G8-ის წევრი იყო, პრეზიდენტ ობამას მისი გარიცხვა სურდა. წევრად დარჩენის შემთხვევაში, შესაძლოა ეს ომი არ დაწყებულიყო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

 ყირიმის ანექსიის გამო 2014 წელს რუსეთი დიდი რვიანიდან გარიცხეს.