1745255331
უცხოეთი
ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინას შორის „სამშვიდობო შეთანხმების“ მიღწევის „ძალიან კარგი“ შანსი არსებობს და დეტალები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის რაიმე სახის „სამშვიდობო შეთანხმების“ მიღწევის „ძალიან კარგი“ შანსი არსებობს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს 21 აპრილს თეთრ სახლში სააღდგომო ღონისძიებაზე განუცხადა.
როდესაც ამერიკელ ლიდერს კითხვა დაუსვეს „სამშვიდობო შეთანხმების“ შესაძლო დეტალების შესახებ, რომელსაც აშშ უკრაინასა და რუსეთს სთავაზობს, ტრამპმა პირობა დადო, რომ „სრულ დეტალებს მომდევნო სამი დღის განმავლობაში გამოაცხადებს“.
„მაგრამ ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრები უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით”, - დასძინა მან.
კითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ მხარეებს შორის „სამშვიდობო შეთანხმება“ ამ კვირაში გაფორმდეს, აშშ-ის პრეზიდენტმა დადებითად უპასუხა.
„ძალიან კარგი შანსია“, - განაცხადა ტრამპმა.