1754718857
უცხოეთი
ტრამპი აცხადებს, რომ მისი და პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკაზე გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს 15 აგვისტოს ალასკაზე შეხვდებიან. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა.
„ჩემი, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დიდი ხნის ნანატრი შეხვედრა მომავალ პარასკევს, 2025 წლის 15 აგვისტოს, ალასკის დიდებულ შტატში გაიმართება. დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!“, - დაწერა ტრამპმა.