ტრამპი აცხადებს, რომ მესამე ვადით კენჭისყრას არ აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ თეთრ სახლს დატოვებს, თანამდებობაზე დარჩენის გახანგრძლივების მცდელობის გარეშე. ამის შესახებ მან NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„პრეზიდენტი რვა წლის განმავლობაში, ორი ვადით ვიქნები. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, - აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა მარტში განაცხადა, რომ მესამე ვადით კენჭისყრაზე „არ ხუმრობდა“. ბოლო ინტერვიუში მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მოკავშირეებისგან გამუდმებით იღებდა თხოვნას, რომ არჩევნებში კენჭი ისევ ეყარა.
ამ თხოვნების მიუხედავად, ტრამპმა აღნიშნა, რომ აცნობიერებს იმ რეალობას, რომელიც მისი მესამე ვადით არჩევას ხელს უშლის.
„რამდენადაც მე ვიცი, ეს აკრძალულია. არ ვიცი, კონსტიტუციურია თუ არა ის, რომ ისინი ამის გაკეთების უფლებას არ გაძლევენ, თუ სხვა რამ“, - განაცხადა ტრამპმა.