Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ მან პუტინისგან თანხმობა მიიღო, ერთი კვირის განმავლობაში არ დაესხა თავს კიევს და სხვა ქალაქებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს სთხოვა, ძლიერი ყინვების პერიოდში ერთი კვირის განმავლობაში არ დაებომბა უკრაინის დედაქალაქი კიევი.

„უკრაინაში ახლა ძალიან ცივა. პირადად მე ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, რომ ერთი კვირის განმავლობაში არ დაებომბა კიევი და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქი. ის ამას დათანხმდა. მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან კარგი იყო. მან ეს გააკეთა და ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ეს გააკეთეს. უკრაინისთვის ეს დაუჯერებელი იყო, ისინი ძალიან ბედნიერები იყვნენ“, - აცხადებს ტრამპი. 

ტრამპმა არ დააკონკრეტა, ჰქონდათ თუ არა მას და პუტინს სატელეფონო საუბარი. მან, ასევე, არ დააკონკრეტა, თუ როდის მოხდა ეს.