1751090660
უცხოეთი
ტრამპი აცხადებს, რომ მან ხამენეი ომში საშინელი და სამარცხვინო სიკვდილისგან იხსნა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან ზუსტად იცოდა, სად იმალებოდა ირანის უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი ომის დროს და ხელი შეუშალა ისრაელსა და აშშ-ის ძალებს მის მოკვლაში, რითაც ის „საშინელი და სამარცხვინო სიკვდილისგან“ იხსნა.
„ისრაელს ან აშშ-ის სამხედრო ძალებს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძლიერია, მისი სიცოცხლის დასრულების უფლება არ მივეცი. მე ის საშინელი და სამარცხვინო სიკვდილისგან გადავარჩინე. რატომ ამბობს ასე სულელურად ომით განადგურებული ქვეყნის ე.წ. უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, რომ ისრაელთან ომი მოიგო, როდესაც იცის რომ ეს სიცრუეა“, - აღნიშნავს ტრამპი.