Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ლიბანს არ მოიცავს და ამის მიზეზი „ჰეზბოლაა“

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი PBS-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ლიბანი ირანთან მიღწეულ ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში არ შედის.

„დიახ, ისინი არ შედიოდნენ გარიგებაში“, - განაცხადა მან შესაბამის კითხვაზე პასუხის გაცემისას. 

როდესაც ტრამპს მიზეზის შესახებ კითხვა დაუსვეს, მან უპასუხა: „ჰეზბოლას“ გამო. ისინი შეთანხმებაში არ იყვნენ ჩართულნი. ამასაც მივხედავთ. არა უშავს“.

კითხვაზე, ეთანხმება თუ არა ლიბანის წინააღმდეგ ისრაელის მიმდინარე დარტყმებს, ტრამპმა უპასუხა: „ეს შეთანხმების ნაწილია - ყველამ იცის ეს. ეს ცალკე შეტაკებაა“.