ტრამპი აცხადებს, რომ ირანში რელიგიური ლიდერის არსებობის წინააღმდეგი არ არის, მთავარია, ახალ ხელმძღვანელობას აშშ-სთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს
თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანში რელიგიური ლიდერის არსებობის წინააღმდეგი არ არის.
ტრამპის თქმით, არ ღელავს იმაზე, გახდება თუ არა ირანი დემოკრატიული სახელმწიფო.
„ირანი აღარ არის იგივე ქვეყანა, როგორიც ერთი კვირის წინ იყო. ერთი კვირის წინ ისინი ძლიერები იყვნენ, ახლა კი ისინი მართლაც ნეიტრალიზებული არიან“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ მარტივი იქნება ახალი ლიდერის არჩევის პროცესი, რომელშიც თავად აუცილებლად უნდა იყოს ჩართული.
გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ რელიგიური ლიდერების წინააღმდეგი არ არის.
„რელიგიური ლიდერების წინააღმდეგი არ ვარ. ბევრ რელიგიურ ლიდერთან მაქვს ურთიერთობა და ისინი ფანტასტიკურები არიან. მე ვამბობ, რომ უნდა იყოს ლიდერი, რომელიც სამართლიანი იქნება და კარგ საქმეს გააკეთებს. კარგად მოეპყრობა აშშ-სა და ისრაელს, ასევე ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებს – ისინი ყველანი ჩვენი პარტნიორები არიან“, – აცხადებს ტრამპი.