Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ ირანში გამარჯვების გამოცხადებისთვის მზად არ არის

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ირანის წინააღმდეგ ომში „გამარჯვებაზე“ საუბარი ნაადრევია. ამის შესახებ მან საპრეზიდენტო თვითმფრინავით ფრენის დროს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ტრამპმა 15 მარტის საღამოს განაცხადა, რომ ის ირანის წინააღმდეგ ომში გამარჯვების გამოცხადებისთვის მზად არ არის.

„არა, ამას არ ვაპირებ - ამის არანაირი მიზეზი არ არსებობს“, - აღნიშნა მან.

„მე უბრალოდ ვამბობ, რომ ისინი განადგურებულები არიან. ვფიქრობ, ჩვენ მათ დიდი ზიანი მივაყენეთ. თუ ახლა წავალთ, მათ 10 წელი, ან მეტი დასჭირდებათ აღსადგენად - მაგრამ ჯერ კიდევ არ ვაცხადებ ამას“, - დასძინა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, მან არ უპასუხა კითხვას, განიხილავს თუ არა ირანში სახმელეთო ოპერაციის ჩატარებას თავისი მიზნების მისაღწევად.