Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ ირანმა „კაპიტულაციის თეთრი დროშა უნდა ააფრიალოს“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანმა „კაპიტულაციის თეთრი დროშა უნდა ააფრიალოს“, თუმცა ამისთვის ზედმეტად ამაყია.

ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის სამხედრო ძალები რაოდენობრივად მნიშვნელოვნად შემცირებულია და რომ თეირანს შეთანხმების დადება სურს, მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ საპირისპირო განცხადებებს აკეთებს. 

„ისინი თამაშობენ, მაგრამ უბრალოდ გეტყვით, რომ მათ გარიგების დადება სურთ და ვის არ სურს, როცა შენი ჯარი საერთოდ აღარ არსებობს?“, - აღნიშნა მან.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ვერავინ“ დაუპირისპირდება ირანის პორტებში შემავალი და გამავალი გემების მიმართ აშშ-ის ბლოკადას.

„ბლოკადა საოცარია. ის ფოლადის ნაჭერს ჰგავს. ვერავინ დაუპირისპირდება ბლოკადას და ვფიქრობ, ის ძალიან კარგად მუშაობს“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

ამერიკელმა ლიდერმა ასევე მიანიშნა, რომ მას ირანის ეკონომიკის ჩამოშლა სურს.

„იმედი მაქვს, ის ჩამოიშლება. გაინტერესებთ, რატომ? იმიტომ, რომ გამარჯვება მსურს“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.