Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ ომი „დასასრულთან ძალიან ახლოსაა“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox Business-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ, მისი აზრით, ირანის წინააღმდეგ ომი „დასასრულთან ძალიან ახლოსაა“.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ, მისი აზრით, კონფლიქტის დასრულების შემდეგ ეკონომიკა „სრულად“ აღდგება.

„ვფიქრობ, ყველაფერი დასასრულს უახლოვდება. ჩემი აზრით, ეს დასასრულთან ძალიან ახლოსაა“, - განაცხადა მან.

აშშ-ის პრეზიდენტმა 14 აპრილს განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები შესაძლოა, პაკისტანში მომდევნო ორი დღის განმავლობაში განახლდეს.