1776186086
უცხოეთი
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ირანის მოლაპარაკებები პაკისტანში, „შესაძლოა, მომდევნო 2 დღეში“ განახლდეს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები შესაძლოა პაკისტანში მომდევნო ორი დღის განმავლობაში განახლდეს, - ამის შესახებ ტრამპმა „ნიუ-იორკ პოსტის“ ჟურნალისტს განუცხადა.
ტრამპი აცხადებს, რომ პაკისტანის არმიის მეთაური, ფელდმარშალი ასიმ მუნირი, მოლაპარაკებების პროცესში „შესანიშნავ საქმეს“ აკეთებს.
„თქვენ ნამდვილად უნდა დარჩეთ იქ, რადგან მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეიძლება რაღაც მოხდეს და ჩვენ უფრო მეტად იქითკენ ვიხრებით. ეს უფრო სავარაუდოა, იცით რატომ? იმიტომ, რომ ფელდმარშალი შესანიშნავ საქმეს აკეთებს“, - განუცხადა ტრამპმა New York Post-ის რეპორტიორს.