Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ ირანის ლიდერებს მოლაპარაკება სურთ და ამ მიზნით დაურეკეს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის ლიდერებს მოლაპარაკება სურთ და ამ მიზნით დაურეკეს. აღნიშნულის შესახებ ამერიკული მედია იტყობინება. 

„გუშინ დარეკეს. ირანმა მოლაპარაკებისთვის დარეკა. ირანის ლიდერებს მოლაპარაკება სურთ. ვფიქრობ, ისინი დაიღალნენ შეერთებული შტატების მხრიდან დარტყმით. ირანს ჩვენთან მოლაპარაკება სურს“, - თქვა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

თეთრი სახლის ლიდერმა დასძინა, რომ „არიან ადამიანები, რომლებიც დახოცეს და არ უნდა დაეხოცათ“. 

ესენი არიან მოძალადეები. თუ საერთოდ შეიძლება მათ ლიდერები ვუწოდოთ - არ ვიცი, შეიძლება თუ არა მათ ლიდერები ეწოდოთ“, - აცხადებს ტრამპი. 

ინფორმაციისთვის, ირანში საპროტესტო აქციები 28 დეკემბრის შემდეგ მიმდინარეობს. ის ეროვნული ვალუტის გაუფასურებით გამოწვეული უკმაყოფილებით დაიწყო, თუმცა მალევე პოლიტიკურ აქციებში გადაიზარდა.

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ირანში აქციების დროს დაღუპული ადამიანების რიცხვი 500-ს აჭარბებს.