ტრამპი აცხადებს, რომ „ჰამასის“ მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა „მკაცრად, მაგრამ სათანადოდ“ დაისჯება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კვლავ ძალაშია, მას შემდეგ, რაც რაფაში ისრაელის თავდაცვის ძალებზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, მხარეებმა საბრძოლო მოქმედებები განაახლეს.
თავდასხმის შედეგად ისრაელის თავდაცვის ძალების ორი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო სამი დაშავდა, რასაც ისრაელმა პალესტინის ანკლავში „ჰამასის“ 20 სამიზნეზე ინტენსიური დარტყმების ტალღით უპასუხა.
„ჰამასის“ მიერ მართული სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ცნობით, საჰაერო დარტყმების შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა.
ტრამპი ვარაუდობს, რომ „ჰამასის“ ხელმძღვანელობა არ მონაწილეობდა ღაზას სექტორის სამხრეთით ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარებზე განხორციელებულ სასიკვდილო თავდასხმაში და ამაში „ზოგიერთ შიდა მეამბოხეს“ ადანაშაულებს.
თუმცა ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე მყოფ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ნებისმიერ შემთხვევაში, საქმე სათანადოდ იქნება მოგვარებული. მას მკაცრად, მაგრამ სათანადოდ მოვეპყრობით“.
ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შენარჩუნებული იქნება და ამბობს, რომ აშშ-ს სურს, უზრუნველყოს, რომ „ჰამასთან“ ყველაფერი ძალიან მშვიდობიანი იქნება“.
„როგორც იცით, ისინი საკმაოდ ხმაურიანები იყვნენ. ისინი სროლებს აწყობდნენ და ვფიქრობთ, რომ შესაძლოა, ხელმძღვანელობა ამაში არ არის ჩართული“, - გაიმეორა მან.