Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმის შემდეგ ეტაპებთან დაკავშირებით „ზოგადი კონსენსუსი არსებობს“

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის გეგმის შემდეგ ეტაპებთან დაკავშირებით „ზოგადი კონსენსუსი არსებობს“, თუმცა, მისივე თქმით, ზოგიერთი დეტალი ჯერ კიდევ დასამუშავებელია. 

ტრამპი აღნიშნავს, რომ „ჰამასი“ და ისრაელი ბრძოლით დაიღალნენ და იმედოვნებს, რომ შეთანხმება ძალაში დარჩება.

დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ 13 ოქტომბერს კაიროში, ღაზის სექტორის მომავლის განსახილველად შეხვედრას დაესწრება.

ინფორმაციისთვის, ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ოფიციალურად 10 ოქტომბერს ამოქმედდა. 

ზავის ამოქმედების შემდეგ, ათი ათასობით პალესტინელმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთში დაბრუნება დაიწყო. 48 მძევალი, რომელთაგან დაახლოებით 20 ცოცხალია, 13 ოქტომბერს უნდა გაათავისუფლონ.