ტრამპი აცხადებს, რომ განიხილავს სანქციები მოხსნას ჩინური კომპანიებისთვის, რომლებიც ირანულ ნავთობს ყიდულობენ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს სანქციების მოხსნას იმ ჩინური კომპანიებისთვის, რომლებიც ირანულ ნავთობს ყიდულობენ. ამის შესახებ CNN-ი წერს.
„გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მივიღებ. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან სახელმწიფო ვიზიტიდან დაბრუნებისას.
როდესაც Air Force One-ის ბორტზე მყოფმა ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, აიღო თუ არა სი ძინპინმა რაიმე მტკიცე ვალდებულება, ზეწოლა მოახდინოს ირანზე ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის თაობაზე, ტრამპმა უპასუხა: „მე არანაირ წყალობას არ ვითხოვ, რადგან როდესაც წყალობას ითხოვ, სანაცვლოდ უნდა გაიღო კიდეც“.
ტრამპმა დასძინა, რომ, მისი აზრით, სი ძინპინს სრუტის გახსნა სურს. მან აღნიშნა, რომ ჩინეთი ნავთობის მნიშვნელოვან ნაწილს სპარსეთის ყურიდან იღებს, თუმცა, მისი თქმით, აშშ „არაფერს იღებს. ჩვენ ეს არ გვჭირდება“.