1778308268
უცხოეთი
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-მა შესაძლოა, განაახლოს ოპერაცია ჰორმუზის სრუტეში გემების ესკორტირებისთვის
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-მა შესაძლოა, განაახლოს ოპერაცია, სახელწოდებით „პროექტი თავისუფლება“, რომელიც ჰორმუზის სრუტეში გემების უსაფრთხო ესკორტირებას ითვალისწინებს.
„ჩემი აზრით, „პროექტი თავისუფლება“ კარგია, მაგრამ, ვფიქრობ, ამის გაკეთების სხვა გზებიც გვაქვს. შესაძლოა, „პროექტ თავისუფლებას“ დავუბრუნდეთ, თუ რამე არ გამოვა, მაგრამ ეს იქნება „პროექტი თავისუფლება პლუსი“, ანუ „პროექტი თავისუფლება“ და სხვა რაღაცები“, - განაცხადა ტრამპმა თეთრი სახლის დატოვებისას.
ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანისგან ომის დასრულების შესახებ აშშ-ის უახლეს წინადადებაზე პასუხს ამაღამ ელის.