1778307338
უცხოეთი
ტრამპი აცხადებს, რომ ირანისგან აშშ-ის უახლეს წინადადებაზე პასუხს ამაღამ ელის
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანისგან პასუხს ვაშინგტონის უახლეს წინადადებაზე ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების შესახებ „ამაღამ“ ელის.
„სავარაუდოდ, დღეს ღამე წერილს მივიღებ, ამიტომ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრი სახლის გარეთ.
როდესაც აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს, ფიქრობს თუ არა, რომ ირანელები მოლაპარაკებებს აჭიანურებენ, მან უპასუხა, რომ არ იცის. „მალე გავიგებთ“, - აღნიშნა ტრამპმა.