1769750807
უცხოეთი
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ კანადაში წარმოებულ ყველა თვითმფრინავს სერტიფიცირებას გაუუქმებს და კანადას 50%-იან ტარიფს დაუწესებს
თეთრი სახლის ლიდერის დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები კანადაში წარმოებულ ყველა თვითმფრინავს სერტიფიცირებას გაუუქმებს და კანადას 50%-იან ტარიფს დაუწესებს. ამის შესახებ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე წერს.
„იმ ფაქტის საფუძველზე, რომ კანადამ არასწორად, უკანონოდ და მტკიცედ უარი თქვა Gulfstream 500, 600, 700 და 800 თვითმფრინავების, რომლებიც ერთ-ერთი უდიდესი და ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებული თვითმფრინავებია, სერტიფიცირებაზე, ვაუქმებთ მათი Bombardier Global Express-ის და კანადაში წარმოებული ყველა თვითმფრინავის სერტიფიცირებას, სანამ Gulfstream-ი, დიდი ამერიკული კომპანია, სრულად არ იქნება სერტიფიცირებული, როგორც ეს მრავალი წლის წინ უნდა მომხდარიყო“, - აცხადებს დონალდ ტრამპი.