Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის წარმომადგენლები 13 დეკემბერს პარიზში „სამშვიდობო გეგმის“ განხილვას დაესწრებიან, თუკი ომის მოგვარების რეალური შანსი იქნება

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, დაესწრება თუ არა მისი ქვეყანა საფრანგეთში დაგეგმილ შეხვედრას, სადაც აშშ-ის „სამშვიდობო გეგმა“ უნდა განიხილონ. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

როგორც ცნობილია, შაბათს, 13 დეკემბერს, პარიზში გაიმართება აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირების შეხვედრა უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებთან, სადაც განხილული იქნება ტრამპის „სამშვიდობო გეგმა“.

„შაბათს შეხვედრა იქნება. ვნახოთ, დავესწრებით, თუ არა. ჩვენ ვთქვით, რომ შეხვედრაზე ვიქნებით, თუ ისინი ფიქრობენ, რომ კარგი შანსი იქნება“, - აღნიშნა ტრამპმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპელ ლიდერებს აშშ-ის მონაწილეობა სურთ.

„ჩვენ შაბათს ევროპაში შეხვედრას დავესწრებით, თუ ჩავთვლით, რომ კარგი შანსი არსებობს. არ გვინდა, ბევრი დრო დავკარგოთ. ვფიქრობთ, რომ ეს ნეგატიურია. გვსურს, რომ ეს საკითხი მოგვარდეს“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.