Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერების ესკორტირებას უზრუნველყოფს, თუ „საჭიროება“ იქნება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, აშშ ჰორმუზის სრუტეში მოძრავი ნავთობტანკერების სამხედრო ესკორტირებას უზრუნველყოფს. ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ ასეთი ქმედება საჭირო არ იქნება.

„ჩვენ ამას გავაკეთებთ, თუ საჭირო იქნება“, - განაცხადა ტრამპმა Fox News-ის ჟურნალისტ ბრაიან კილმიდთან სატელეფონო ინტერვიუში, როდესაც ჰკითხეს, მზად არიან თუ არა აშშ-ის სამხედროები ტანკერების ესკორტირებისთვის სრუტეში, რომელიც ირანთან კონფლიქტის გამო დაიკეტა.

„მაგრამ, იმედია, ყველაფერი კარგად წავა. ვნახოთ, რა მოხდება“, - დასძინა ტრამპმა.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ირანს ბოლოდროინდელი სამხედრო მოქმედებების შემდეგ აღდგენისთვის დიდი დრო დასჭირდება.

ტრამპის თქმით, ქვეყნის აღდგენას „წლები დასჭირდება“ და დასძინა, რომ შეერთებულმა შტატებმა მათ უკვე „დიდი ზიანი მიაყენა“.

„ვაპირებთ, მომდევნო კვირის განმავლობაში მათ ძალიან ძლიერი დარტყმა მივაყენოთ“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.