Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ „ჰამასთან“ სრული განიარაღების შესახებ შეთანხმებას მიაღწევს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვაშინგტონი „ჰამასთან“ შეთანხმებას მიაღწევს, რომელიც „ჰამასის“ სრულ განიარაღებას ითვალისწინებს.

აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ აშშ ეგვიპტის, თურქეთისა და კატარის მხარდაჭერით, უზრუნველყოფს „ჰამასთან“ დემილიტარიზაციის ყოვლისმომცველ შეთანხმებას, მათ შორის ყველა იარაღის ჩაბარებას.

„ჰამასმა“ დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები, მათ შორის საბოლოო ცხედრის ისრაელში დაბრუნება და დაუყოვნებლივ დაიწყოს სრული დემილიტარიზაცია. როგორც ადრეც ვთქვი, მათ შეუძლიათ ამის გაკეთება მარტივი ან რთული გზით. ღაზის მოსახლეობამ საკმარისად დიდხანს იტანჯა“, - აცხადებს ტრამპი.