Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში მესამე მსოფლიო ომი დაიწყება, თუ ის ამერიკის პრეზიდენტი არ გახდება

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში დიდი ომი [მესამე მსოფლიო ომი] დაიწყება, თუ ის ამერიკის პრეზიდენტი არ გახდება. შესაბამისი განცხადება მან 26 ივლისს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას გააკეთა.

„თუ ჩვენ გავიმარჯვებთ, ყველაფერი ძალიან მარტივად იქნება. ყველაფერი გამოვა და ძალიან სწრაფად. თუ არა, გვექნება დიდი ომები ახლო აღმოსავლეთში და შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი.

თქვენ ახლა იმაზე ახლოს ხართ მესამე მსოფლიო ომთან, ვიდრე ოდესმე მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ, რადგან ჩვენ გვყავს არაკომპეტენტური ხალხი ქვეყნის სათავეში“, - აღნიშნა ტრამპმა. 

ტრამპმა ადრე განაცხადა, რომ მსოფლიო ახალი გლობალური ომის ზღვარზეა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების და უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო.