1736517349
უცხოეთი
ტრამპი: აშშ-ში მფრინავი იდუმალი უპილოტო აპარატების შესახებ ინფორმაციას თეთრ სახლში შესვლიდან ერთ დღეში გამოვაქვეყნებ
აშშ-ში მფრინავი იდუმალი უპილოტო აპარატების შესახებ ინფორმაციას თეთრ სახლში შესვლიდან ერთ დღეში გამოვაქვეყნებ, - ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„სასაცილოა, რომ ისინი არ გეუბნებიან, რა ხდება უპილოტო აპარატებთან დაკავშირებით. დღეს, ასევე, მითხრეს, რომ ვირჯინიაში ყველა ადგილას არის უპილოტო აპარატები. ამაზე არავინ არაფერს ამბობს, არ ვიცი რატომ.
შესაძლოა, ჩვენ ვგზავნით უპილოტო აპარატებს, ვაწარმოებთ კვლევას. შესაძლოა, ამიტომ არ საუბრობენ. ვიმედოვნებ, ეს არ არის მტერი. მომეცით დრო ინაუგურაციისთვის და მალევე გეტყვით რა ხდება. მათ იციან და ძალიან უცნაურია, რომ ამაზე არ საუბრობენ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.